კვანტური გამოთვლების შესავალი კურსი


ჯანმრთელობას გისურვებ!

ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვინაიდან ამ სტრიქონებს კითხულობ, როგორც ჩანს, კვანტური გამოთვლებით ხარ დაინტერესებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. 

რატომ?

იმრომტომ :)

დამერწმუნე, მალე ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცველება კვანტური კომპიუტერის წყალობით. ეს ცვლილება ძალიან, ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მარტო ინდივიდებზე, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარებაზე. დღევანდელი კომპიუტერების სიმძლავრეები ძალიან სუსტია იმ საჭიროებებთან შედარებით, რისი გამოთვლაც ამწუთას ადამიანებს სჭირდებათ.  

ეს ყველაფერი ახლა იწყება, შენს თვალწინ, იმ ხალხთან ერთად ვინც პერსონალური კომპიუტერის შექმნის სათავეებთან იდგა და ვისზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შენი პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა. კურსის ლექტორებად მოწვეული არიან IBM, MIT და სხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ლექტორები ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ენაზე. კურსი საშუალებას გაძლევს ლაბორატორიული სამუშაოები უშუალოდ  IBM ის კვანტურ კომპიუტერზე შეასრულო. (მსგავსი დედამიწაზე სულ თითზე ჩამოსათვლელია. მართლა). წარმოიდგინე რომ ეს უნიკალური ვარიანტია, რადგან ასეთ შესაძლებლობას შენ ვერცერთი ქართული და ვერც უცხოური უნივერსიტეტი ვერ მოგცემს. 

 გამოიყენე ეს შანსი და დარეგისტრირდი კურსზე

კვანტური გამოთვლების შესავალი

კურსის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპები, მოეწყობა საზაფხულო ბანაკი, 2 სემესტრიანი კურსი 2021 წლის სექტემბრიდან და სხვა საინტერესო ღონისძიებები. კურსის სპონსორია IBM. 

კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან 

   პირველი სემესტრი: 

  • კლასიკური გამოთვლები
  • კვანტური გამოთვლები
  • მათემატიკა: ვექტორების შესავალი და კომპლექსური რიცხვები, ალბათობა
  • პითონზე პროგრამირების შესავალი
მეორე სემესტრი: 

  • კვანტური მექანიკა
  • ქუბიტი და Bloch სფერო
  • კვანტური წრეები
  • კვანტური გასაღების განაწილება
  • კვანტური ტელეპორტაცია
  • კლასიკური ალგორითემბი
  • ექსპერიმენტული მეტრიკა და ინპლემენტაცია და სხვა   

სახელებმა არ შეგაშინოს, ძალიან ადვილად ახსნიან ყველა მასალას. მეც და ჯგუფის სხვა წევრებიც დაგეხმარებით.  კარგი იქნება თუ ამ ინფორმაციას შენს მეგობრებსაც გაუზიარებ

წარმატებას გისურვებ!

Comments

Popular posts from this blog

როცა პრინციპი ნაპოვნია... :) ნუ ჩინური კვანტური ბედნიერება