როცა პრინციპი ნაპოვნია... :) ნუ ჩინური კვანტური ბედნიერება


დღეს ძალიან კარგ ამბავს გადავაწყდი ქართულ ინტერნეტსივრცეში,  ხოდა გადავამოწმე. შედეგად კი ეს ვიდეო მივიღე


ჟურნალ sciencenews.org ცნობით ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა Jzhāng- მა მიაღწია კვანტურ უპირატესობას. ბმულზე შეგიძლიათ ამ ინფორმაციას უფრო დეტალურად გაეცნოთ

შარშან გუგლმა ჭადრის ხედ წოდებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვანტური პროცესორი Sycamore წარმოადგინა, რომლემაც  200 წამში გამოითვალა ამოცანა, რომელსაც (გუგლის განცხადებით) იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერი 10 000 წელი მოუნდებოდა. (მერე IBM მა გაარჩია ეს ამოცანა და ფაქტიურად გუგლს დასცინა). ამის შესახებ, თუ გახსოვთ შარშან ჩემს ბლოგზე გიყვებოდით და კვანვ შეიგძლიათ დეტლებს თვალი გადაავლოთ.  ჩინელები კიდე იძახიან რომ ჩვენი მაგ პროცესორზე 10 მილიონჯერ სწრაფიაო. 

Jzhāng (ნეტა როგორ გამოითქმის  ;) გამოთვლებს ოპტიკური სქემების გამოყენებით ახდენს,  სიკამორი კი სუპერგამტარ მასალებს იყენებს ჩიპში. ამით ის კლასიკური კომპიუტერების ძირითად სტრუქტურას წააგავს.

კვანტური გამოთვლების სისწრაფე გამოწვეული პროცესორის თვისებით, კერძოდ ჩვეულებრივი პროცესორები ბიტებზე ოპერირებენ  თქვენთვის კარგად ცნობილი 0 და 1, რომელიც გამოწვეულია ელექტრული მუხტის შესაძლებლობით იყოს ორ მდომარეობაში – ან დადებითი (დამუხტული) ან უარყოფითი (დაუმუხტავი). ხოლო კვანტური ბიტი შეიძლება არსებობდეს ერთდროულად სხვადასხვა მდგომარეობაში როგორც ეს სურათზეა წარმოდგენილი


კვანტური კომპიუტერის უპირატესობის დასამტკიცებლად ბოზონის შერჩევის კვანტური ალგორითმი (მეორე ბმული) სუპერეფექტურად ითვლება. სწორედ ამიტომ ეს ამოცანა იქნა გამოყენებული ჩინური კომპიუტერის გამოსაცდელად.   

ეს სიახლე ალბათ 2020 წლის ყველაზე სასიამოვნო სიახლეა მასკის SN8 გუშინ რო დაბრეხვა მაგის შემდეგ დედამიწაზე





Comments