Posts

როცა პრინციპი ნაპოვნია... :) ნუ ჩინური კვანტური ბედნიერება

Image
დღეს ძალიან  კარგ ამბავს  გადავაწყდი ქართულ ინტერნეტსივრცეში,  ხოდა გადავამოწმე. შედეგად კი ეს ვიდეო მივიღე ჟურნალ sciencenews.org ცნობით ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა Jzhāng- მა მიაღწია კვანტურ უპირატესობას . ბმულზე შეგიძლიათ ამ ინფორმაციას უფრო დეტალურად გაეცნოთ შარშან გუგლმა ჭადრის ხედ წოდებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვანტური პროცესორი Sycamore წარმოადგინა , რომლემაც  200 წამში გამოითვალა ამოცანა, რომელსაც (გუგლის განცხადებით) იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერი 10 000 წელი მოუნდებოდა. (მერე IBM მა გაარჩია ეს ამოცანა და ფაქტიურად გუგლს დასცინა). ამის შესახებ, თუ გახსოვთ შარშან ჩემს ბლოგზე გიყვებოდით და კვანვ შეიგძლიათ დეტლებს თვალი გადაავლოთ.  ჩინელები კიდე იძახიან რომ ჩვენი მაგ პროცესორზე 10 მილიონჯერ სწრაფიაო.  Jzhāng (ნეტა როგორ გამოითქმის  ;) გამოთვლებს ოპტიკური სქემების გამოყენებით ახდენს,  სიკამორი კი სუპერგამტარ მასალებს იყენებს ჩიპში. ამით ის კლასიკური კომპიუტერების ძირითად სტრუქტურას წააგავს. კვანტური გამოთვლების სისწრაფე გამოწვეული პროცესორის თვისებით

კვანტური გამოთვლების შესავალი კურსი

Image
ჯანმრთელობას გისურვებ! ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ამ სტრიქონებს კითხულობ, როგორც ჩანს, კვანტური გამოთვლებით ხარ დაინტერესებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.  რატომ? იმრომტომ :) დამერწმუნე, მალე ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცველება კვანტური კომპიუტერის წყალობით. ეს ცვლილება ძალიან, ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მარტო ინდივიდებზე, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარებაზე. დღევანდელი კომპიუტერების სიმძლავრეები ძალიან სუსტია იმ საჭიროებებთან შედარებით, რისი გამოთვლაც ამწუთას ადამიანებს სჭირდებათ.   ეს ყველაფერი ახლა იწყება, შენს თვალწინ, იმ ხალხთან ერთად ვინც პერსონალური კომპიუტერის შექმნის სათავეებთან იდგა და ვისზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შენი პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა. კურსის ლექტორებად მოწვეული არიან IBM , MIT და სხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ლექტორები ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ენაზე. კურსი საშუალებას გაძლევს ლაბორატორიული სამუშაოები უშუალოდ  IBM ის კვანტურ კომპიუტერზე შეასრულო . (მსგავსი დედამიწაზე სულ თითზე ჩამოსათვლელია. მართლა). წარმო